ფოთში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა. არსებული ინფორმაციით, იგი რუსი ტურისტია, რომელიც რამდენიმე დღის წინ მალთაყვის ზღვაზე დაიხრჩო. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.
9 აგვისტოს ახალგაზრდა მამაკაცი ზღვაში მაშველების გაფრთხილების მიუხედავად საბანაოდ მაინც შევიდა და დაიხრჩო. მასთან ერთად მყოფი ახალგაზრდა ქალი კი ზღვიდან მაშველებმა გამოიყვანეს.
კომენტარები