საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან, 14:00 საათისთვის შემოსულია 9 შეტყობინება, – ამის შესახებ ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში ავრცელებს.
“ზუგდიდი – მეხანძრე-მაშველებმა 4 საცხოვრებელ სახლში აწარმოეს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები. ასევე, სახანძრო-სამაშველო ტექნიკა მობილიზებული იყო სასტუმრო “ოქროს საწმისის” მიმდებარედ დატბორილ ტერიტორიაზე.
მარტვილი – მეხანძრე-მაშველებმა წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები აწარმოეს სოფელ ბანძაში 3 საცხოვრებელ სახლში.
სენაკი – შემოსულია 1 შეტყობინება. მეხანძრე- მაშველებმა მოქალაქის საცხოვრებელ სახლში სანიაღვრე არხიდან წყლის ამოტუმბითი სამუშაოები განახორციელეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახანძრო-სამაშველოს დამატებითი ძალებია მობილიზებული იმერეთის რეგიონიდან და თბილისიდან.
საგანგებო სიტუაციების სამსახურში, საქართველოს სხვა რეგიონებიდან საცხოვრებელი სახლების დატბორვის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ შემოსულა”, – ნათქვამია განცხადებაში.