თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მინისტრების თანამდებობებს ტოვებენ, – ამის შესახებ პრესკონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი რამდენიმე დღის განმავლობაში პრემიერ-მინისტრთან და პარტიასთან შეთანხმებით დაასრულებენ იმ საქმეებს, რომელბსაც ამ წუთში უძღვებიან და გადმოერთვებიან პარტიულ აქტიურობაში.
“რაც შეეხება გარემოს დაცვის მინისტრს გიგლა აგულაშვილს, მან გააკეთა სხვა არჩევანი, იგი გაემიჯნა “რესპუბლიკურ პარტიას” და რჩება თანამდებობაზე”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
კომენტარები