ცნობილი ქართველი მომღერლის – ცისანა სეფიაშვილის უფროსი შვილი დაქორწინდა. გიორგი წერეთლის მეუღლე სესილი კემულარიაა. გიორგიმ მომავალ მეუღლეს ხელი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის სცენაზე სთხოვა, ამაღელვებელი მომენტის ამსახველი კადრები ინტერნეტსივრცეშიც გავრცელდა.
ამ მნიშვნელოვან წუთებს ცისანა ტელეფონით იღებდა.
,,როდის გაგაჩინე, არ მახსოვს… შენამდე თითქოს არაფერი ყოფილა… ერთად გავიზარდეთ და ცხოვრებას ვსწავლობდით. ჩემი შვილი? ვერ აღვიქვამ, უფრო ჩემი მეგობარი და ჩემი იმედი. გიორგი წერეთელი – დღეს შენგან ვსწავლობ, როგორ ვიცხოვრო. მადლობა, რომ ასეთი ადამიანი მყავს შენი სახით, მეამაყები, მეიმედები და მაბედნიერებ. ვერც სესილის ვარქმევ სახელს – ჩემი გოგო. უბრალოდ ჩემი გოგო… მიყვარხართ!”, – დაწერა ცისანა სეფიაშვილმა ფეისბუქში.
კომენტარები





