„სახალხო მოძრაობა – მიმღერე რამე“ – ამ სახელწოდებით პარტიის შექმნას აპირებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია, იმ შემთხვევაში თუ იგი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არ აღმოჩნდება.
ამასთანავე, დეპუტატი აცხადებს, რომ იგი პაატა ბურჭულაძესთან ერთად ერთ ბლოკში გაერთიანდება.
“თუ სიაში არ ვიქნები, შევქმნი ახალ პარტიას, ამისთვის სერიოზულად ვარ მომზადებული, ერქმევა „სახალხო მოძრაობა – მიმღერე რამე“. პაატა ბურჭულაძესთან ერთად ერთ ბლოკად, ერთ პროექტად გავვერთიანდებით. ეკონომიკური პროგრამა უკვე ვიცით, რამდენი უნდა იყოს ხელფასი, პენსია უნდა იყოს ძალიან დიდი, ასევე უმუშევრებისთვის რამდენი უნდა იყოს დახმარება და საერთოდ, სად უნდა ვიშოვოთ ფული, ესეც ვიცით. ალბათ პინოქიო წაკითხული გაქვთ, ხომ? – დამარხავ 100 ლარს, ამოვა 1000 ლარი”, – აღნიშნა ქანთარიამ.
ნუკრი ქანთარია – ალბათ, პინოქიო წაკითხული გაქვთ, ხომ? – დამარხავ 100 ლარს, ამოვა 1000 ლარი
2016/07/12 17:00:25
ნანახია: 1778 ჯერ