ურეკში, მაშველებმა 5-ბალიანი შტორმის პირობებში, ზღვიდან 2 მოქალაქე გამოიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კიდევ ერთხელ აფრთხილებს ზღვისპირეთში დამსვენებლებს, შავი ზღვის სანაპიროზე გამოცხადებულია საშტორმო მდგომარეობა. ტალღების სიმაღლე 4 მეტრს აღწევს.
12:00-16:30 საათის მონაცემებით, მაშველების მიერ ზღვაში დახრჩობას გადარჩენილია 17 მოქალაქე.
კომენტარები