თბილისში, ხოშარაულის ქუჩაზე, ელიავას ბაზრობაზე აკუმულატორების საწყობი და საამქრო იწვის, – აღნიშნულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, დამწვარია 30 კვადრატული მეტრი ფართობი. ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
კომენტარები