“თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერის განცხადებით, “ახალი პოლიტიკური ცენტრის” მიმართვა ახალგაზრდებისადმი არაკორექტულია.
როგორც მეჭიაურმა “ექსპრენიუსს” განუცხადა, ზოგიერთი პარტია არჩევნებზე დედამისის ხმასაც ვერ მიიღებს.
“მე ვფიქრობ, რომ ზოგიერთი პარტია დედამისის ხმასაც ვერ მიიღებს. ნუ, ბევრი უნდა ეცადოს ამის მისაღწევად, ბებიებს რომ თავი დავანებოთ. ეს მიმართვა არის არაკორექტული. რას ერჩიან ბებიაბსა და ბაბუებს, რატომ გონიათ, რომ ისინი მათზე ნაკლები პატრიოტები არიან და ნაკლებად უყვართ ეს ქვეყანა. ვითომ ამით უნდათ, რომ მიიზიდონ ახალგაზრდები და სინამდვილეში, არც მათი ინტერესების გამტარებლები არიან. ახალგაზრდების უმეტესობაც საკმაოდ პატრიოტებიც არიან”, – განაცხადა მეჭიაურმა.
ცნობისთვის „გირჩმა“ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ახალგაზრდებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა