დღეს, 14:00 საათზე, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ახალ წევრებს წარადგენს.
გუნდის ახალ წევრებს საზოგადოებას პრემიერ-მინისტრი, პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი წარუდგენს.
ღონისძიება საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართება. ცნობილი გახდა იმ 14 პირის ვინაობა, რომლებიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში იქნებიან და რომლებსაც პრემიერ-მინისტრი და პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი 13 ივლისს საგურამოში წარადგენენ. არსებობს ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრი საგურამოში საარჩევნო სიის 16 წევრს წარადგენს.
კომენტარები
