არჩილ თალაკვაძე პირობას დებს, რომ “თეთრი მაგნოლიას” საქმის გამოძიება, რომელზეც სალომე ჩარკვიანია დაკავებული, დროული და ეფექტური იქნება.
ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით შსს მოგვიანებით ამომწურავ კომენტარს გააკეთებს.
გარწმუნებთ, რომ “ქართული ოცნების” განახლებული გუნდი იქნება ის გუნდი, რომელიც ამას სრული წარმატებით გააკეთებს. მე, როგორც შს მინისტრის მოადგილე და სამინისტრო, ამ საქმესთან დაკავშირებით, მოგვიანებით გავაკეთებთ კომენტარს. გამოძიება მიმდინარეობს და გპირდებით, რომ ის იქნება დროული და ეფექტური. მხარეებს სამართლიანი სასამართლოს პირობებში, შეჯიბრის საშუალება ექნებათ”, – განაცხადა თალაკვაძემ.
კომენტარები