მთავრობის წევრები მიმალავდნენ და ამბობდნენ, რომ მათ კობა დავითაშვილთან დაკავშირებით არაფერი იცოდნენ, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ მომხდარი იყო ისეთი რამ, რაც კანონის ფარგლებს სცდებოდა – იხსენებს ნინო ბურჯანაძე 2030.news-სთან კობა დავითაშვილის ცემის ფაქტს.
„როდესაც კობა დავითაშვილის ამბავი გავიგე, მაშინვე დავურეკე მთავრობის ყველა წევრს და საქართველოს პრეზიდენტს. მთავრობის წევრები მიმალავდნენ და ამბობდნენ, რომ მათ კობა დავითაშვილთან დაკავშირებით არაფერი იცოდნენ, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ მომხდარი იყო ისეთი რამ, რაც კანონის ფარგლებს სცდებოდა
მაშინვე დავიწყე ჩემი კომპეტენციის ფარგლებში დავითაშვილის ძებნა; ვესაუბრე ყველას, მაგრამ ის რომ კობა გორში იყო კობასგან თავად გავიგე, შემთხვევით მოახერხა და დამიკავშირდა და მიამბო სად იყო“,- განაცხადა ბურჯანაძემ.
„დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარის თქმით, „ამ ამაზრზენ ფაქტზე დავალებას ადეიშვილი სააკაშვილის გარეშე ვერ გასცემდა“.
2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, კობა დავითაშვილის ცემისა და მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტი გახსნილია. პროკურატურის ინფორმაციით, რომ კობა დავითაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ნაცემ მდგომარეობაში გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა განხორციელდა სპეცდანიშნულების რაზმის წევრების მიერ, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის დავით ქარსელაძის დანაშაულებრივი გეგმითა და ორგანიზებით.
2030news