საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ “რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება კითხვის ნიშნებს არ გააჩნეს.
“ეს არის საკითხი, რომელსაც იხილავს მთელი საზოგადოება, მეტიც, მე არაერთხელ აღმინიშნავს და ახლა კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ, რომ არამარტო ქართული საზოგადოების განხილვის საკითხია ეს და ქართული პოლიტიკური სპექტრის, არამედ როდესაც მე მაქვს ვიზიტები ევროპის დედაქალაქებში, ან ევროპელ პოლიტიკოსებთან შეხვედრა, ყველა ამ შეხვედრზე “რუსთავი 2“-ის თემა არის ის საკითხი, რომელზეც მე მეკითხებიან“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, “რუსთავი 2“-ის თემა აქტუალურია და განიხილება აგრეთვე საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების კონტექსტში.
“ბუნებრივია „რუსთავი 2“-ის თემა უკავიშრდება ჩვენი ქვეყნის იმიჯსაც და მე დარწმუნებული ვარ, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყეტილება, იქნება ისეთი, რომელიც არ დაბადებს კითხვის ნიშნებს. მე არ გავაკეთებ საქმეზე კომენტარს, რადგან ეს არის ჩემი კონსტიტუციური ვალდებულება, რომ მე საქმეზე კომენტირება არ გავაკეთო, მაგრამ იმას დაგიდასტრებთ, რომ კითხვას ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა დეადქალაქში სვამენ. შესაბამისად უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მაქვს იმედი, რომ იქნება ისეთი, რომელიც მოხსნის ყველა ამ კითხვის ნიშანს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.