თურქეთში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება.
“სამხედრო გადატრიალების ავტორებმა ვერ შეძლეს სწრაფად მოქმედება. ისინი მოქმედებენ ძალიან მოძველებული მეთოდებით. მათ აიღეს საჰაერო სივრცე და აიღეს სახელმწიფო არხი. სახელმწიუფო არხის აღება ეს იგივეს ნიშნავს, ვიღაცამ რომ აიღოს საქართველოს სახელმწიფო არხი. თურქეთის სახელმწიფო არხი ეს არის პოპულარობით მეშვიდე თუ მერვე არხი. ყველა სხვა დამოუკიდბელი არხი ახლა მაუწყებლობს პირდაპირ ეთერში. მეორე, რაც მათ ვერ შეძლეს, მათ არ აქვთ პოლიტიკური მხარდაჭერა. ყველა ძირითადმა პარტიამ, გარდა ქურთების პარტიისა, ყველამ მხარი დაუჭირა კონსტიტუციურ წყობას. კონსტიტუციურ წყობას დაუჭირა მხარი ყოფილმა პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, დავით ოღლუმ. მესამე, რაც მათ ვერ შეძლეს და, რაც არის ძალიან მთავარი, პრეზიდენტი ერდოღანი იმყოფება თავის რეზიდენციაში, სტამბოლში და იქიდან ლაპარაკობს. მათ ვერ შეძლეს პრეზიდენტის იზოლირება,“ – განაცხადა მიხეილ საკაშვილმა.