ირაკლი ბათიაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტიკური შედეგი რაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დადგა, ხელისუფლების მიმართ ნიჰილისტურმა განწყობამ განაპირობა. სწორედ ასეთი განწყობის გამო არ მივიდა ხალხი არჩევნებზე. ამის შესახებ მან „ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
თუმცა, მეორე მხრივ, მისი თქმით, საპნის ბუშტი და პიარის ნაწილია განცხადებები, როცა ამბობენ, რომ ის ხელისუფლება სასტიკი იყო, მაგრამ ბევრი რამ გააკეთა, ვინაიდან დღეს ისევ საზოგადოების იმ ნაწილს უჭირს, ვისაც მაშინაც უჭირდა და თუ საქმეზეა ლაპარაკი, საქმეს ეს ხელისუფლებაც აკეთებს, – განმარტავს ბათიაშვილი.
„აქ პრინციპულ საკითხზეა ლაპარაკი: თუ ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ პერსპექტივა და მომავალი, ბნელ წარსულზე უარი უნდა ვთქვათ“, – ამბობს ის.
ბათიაშვილი აცხადებს, რომ მან კარგად იცის ნაციონალების „დემოკრატიის“ ფასი, რაც მან საკუთარ თავზე იწვნია. „მათ, ე.წ. ინტელექტუალური მხარდაჭერის გამო, ჩემი ამოლპობა უნდოდათ ციხეში, 24 წლის განმავლობაში“, – ამბობს ის.