„ატოცში მომხდარს სამარცხვინოს ვუწოდებ, სხვა ვერაფერს, რა უნდა ვუწოდო. ესეც ნათელი მაგალითია, როგორ ხდება ხელშეშლა. გავიხსენებ, როგორი იყო საარჩევნო კამპანია პირველი ტურის დროს, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ხვდებოდა ამომრჩეველს და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მიდოდნენ. იქ იყო პირადი შეურაცხყოფა, მცდელობა, რომ შეხვედრები ჩაეშალათ. მე ველოდები საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებებს. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ალბათ ჩამალულები რომ არიან, ამოვლენ, თვალს გაუსწორებენ რეალობას და გააკეთებენ იმ განცხადებას, რასაც ელოდება ხალხი“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა აქტივისტმა, ლანა ღვინჯილიამ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.