სამბოში, ბუქარესტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ვახტანგ ჩიდრაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი გახდა.
დღესვე კიდევ ერთმა მოჭიდავემ, დავით ლორიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს, ქართველმა მოჭიდავეებმა 3 მედალი მოიპოვეს – 1 ოქრო და 2 ბრინჯაო. ნინო ოძელაშვილი გუშინ მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
კომენტარები