ლევან ვარშალომიძე აუდიტის სამსახურში დაიბარეს. როგორც პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელმა ზურაბ აზნაურაშვილმა განაცხადა, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებული საკითხი დამატებითი ინფორმაციის მოძიებას საჭიროებს. შეგახსენებთ, ვარშალომიძის საარჩევნო კამპანიაში ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ დაინახა. „ვგეგმავთ, მომდევნო კვირას, ორშაბათს, ბატონი ლევან ვარშალომიძის დაბარებას სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის თხოვნით, რისთვისაც, დღეს უკვე გაიგზავნა უწყება დაბარების შესახებ. საკითხი საჭიროებს დამატებითი ინფორმაციის მოძიებას, დოკუმენტაციის შესწავლას, რის შემდგომაც, გვექნება საშუალება მივიღოთ გადაწყვეტილება, არსებობს თუ არა დარღვევა და რა სახის დარღვევასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა აზნაურაშვილმა.
ლევან ვარშალომიძე აუდიტის სამსახურში დაიბარეს
2016/07/19 19:53:19
ნანახია: 2268 ჯერ