თურქეთსა და საქართველოს შორის მიღწეული შეთანხმებით, მტკვარზე ელექტროსადგურის მშენებლობის ადგილი ხელახალი მოლაპარაკების შედეგად შეირჩევა. შესაბამისი კომენტარი ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.
“დაძრული იქნა ადგილიდან ისეთი მტკივნეული თემები, როგორიც იყო მაგალითად, მტკვარზე ელექტროსადგურის მშენებლობა და ახლიდან იქნება მოლაპარაკებული, კვლევებზე დაყრდნობით, ისეთი ლოკაცია, რომელიც გარემოს არ დააზიანებს და მოიხსნება ის შეშფოთებები, რომელიც არის დღეს საზოგადოებაში”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც თურქეთში ვიზიტი შეაჯამა.
კომენტარები