პაატა ბურჭულაძის პარტიას კოტე კემულარია შეუერთდა. ეს ინფორმაცია ტელეკომპანია “პირველთან” საუბრისას ბურჭულაძემ დაადასტურა.
პაატა ბურჭულაძის განმარტებით, პარტია კოტე კემულარიას ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დღეს დაასახელებს.
კონსტანტინე კემულარია 1999-2004 წლებში “ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. 2004-2005 წლებში იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. 2005 -2006 წლებში იყო უშიშროების საბჭოს მდივანი.
კომენტარები