პარლამენტში პლენარული სხდომები 7 სექტემბრიდან განახლდება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხომაზე განაცხადა, რიგგარეშე სხდომის საჭიროების თაობაზე მასთან არანაირი შეტყობინება არ შესულა.
“შემდეგი პლენარული სხდომა სექტემბრის დასაწყისში გაიმართება. 6 სექტემბერს ბიუროს სხდომა გაიმართება, 7 სექტემბერს კი, პლენარულ სხდომას გავმართავთ. შემდეგ პერიოდს რაც შეეხება, 8 სექტემბრიდან ჩვენ ვიმყოფებით არჩევნებამდე ერთი თვის რეჟიმში, მაშინ როდესაც პარლამენტი, როგორც წესი, არ მუშაობს პლენარული სხდომის რეჟიმში. ამიტომ შემდგომი სხდომები გვექნება იმ შემთხვევაში თუ ამის საჭიროებას დავინახავთ მე ან პარლამენტის წევრთა ¼, როგორც ეს რეგლამენტით არის განსაზღვრული. ამის თაობაზე სექტემბერის დასაწყისში ჩამოვყალიბდებით“, – განაცხადა უსუფაშვილმა.