სხვადასხვა ქვეყნებში აკრედიტებულ საქართველოს ელჩებს, ამბასადორიალის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განხორციელებული ცვლილებების შესახებ მიეწოდათ ინფორმაცია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ საუბარი შეეხო ასევე სამომავლოდ დაგეგმილ რეფორმებსა და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე განხორციელებულ სპეცოპერაციას.
„ელჩებს მივაწოდეთ ინფორმაცია, რა გაკეთდა გასულ წელს უსაფრთხოების სამსახურში და რა რეფორმების განხორციელებას ვგეგმავთ მომავალში. ასევე, ვისაუბრეთ სპეცოპერაციაზე, რა როგორ მოხდა, რა ინფორმაცია იყო და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობარი ქვეყნების სპეცსამსახურების მხრიდან როგორი დახმარება იყო. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს ასეთი ფორმატისა და მოწვევისთვის“, – განაცხადა სუს-ის ხელმძღვანელმა.
თბილისში „ელჩების კონფერენცია 2019“ მიმდინარეობს, რომელიც 21 დეკემბერს დასრულდება.