დაკავებულთა წრე გაფართოვდება იმდენად, რამდენადაც ამის შესაძლებლობას კონკრეტული საქმის მასალები მოგვცემს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს ველისციხეში მომხდარ ინციდენტზე მიმდინარე გამოძიების თაობაზე განუცხადა.
შს მინისტრის მოადგილის თქმით, მიმდინარეობს ვიდეოების დათვალიერება და მოწმეების გამოკითხვა.
„დაკავებულთა წრე გაფართოვდება იმდენად, რამდენადაც ამის შესაძლებლობას კონკრეტული საქმის მასალები მოგვცემს. იქ ბევრი ინციდენტი მოხდა, ზოგი იყო სისხლის სამართლის დანაშაული, ზოგი ადმინისტრაციული დარღვევა. სისხლის სამართლის წესით არის დავით კირკიტაძე დაკავებული. მასთან ერთად მყოფი პირიც დაკავებულია, რომელიც თავდასხმაში იღებდა მონაწილეობას. ასევე, დაკავებულია ოპოზიციის წარმომადგენელზე თავდასხმისთვის პირი. ვერ გეტყვით, ვინ შეიძლება იყოს მომავალში დაკავებული. ჩვენ ვათვალიერებთ ვიდეოებს და ვკითხავთ მოწმეებს. სამწუხაროა, რომ შეფასება ხდება, როგორც პოლიტიკური დევნა. სამინისტროს მიკერძოებულობაზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ ვაკავებთ ყველა ადამიანს, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
”დაკავებულთა წრე გაფართოვდება იმდენად, რამდენადაც ამის შესაძლებლობას კონკრეტული საქმის მასალები მოგვცემს”
2018/12/19 12:37:31

ნანახია: 648 ჯერ