შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების – ქარბუქისა და ნამქერების გამო, ახალქალაქი-კარწახის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.
კერძოდ, აღნიშნული გზის გარკვეულ მონაკვეთებზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის, ასევე, 30-ზე მეტი ადგილის მქონე ავტობუსების მოძრაობა. სხვა სახის ტრანსპორტისთვის გადაადგილება თავისუფალია.
უამინდობის გამო, ასევე, შეზღუდულია მოძრაობა ფარავნის უღელტეხილზე, წალკა- ნინოწმინდის გზაზე.
კომენტარები