თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოში Imedinews-ს განუცხადეს, რომ თბილისის 71-ე ბაღის სამი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის მიზეზი კი პიროტექნიკის აფეთქებაა.
ლაპარაკია ბაღის გამგის მოადგილეზე, ასევე იმ კონკრეტული ჯგუფის აღმზრდელსა და თანაშემწეზე, რომლის საახალწლო ღონისძიების დროსაც ინციდენტი მოხდა.
“უსაფრთხოების ზომები და ნორმები დაირღვა, რომელიც განსაზღვრულია ჩვენს ბაღებში. მნშვნელოვანია ასევე ის, რომ ადმინისტრაცია, რომელიც მართავს ბაღს, სამწუხაროდ აღმოჩნდა უუნარო. ჩვენ მყისიერად მოვახდინეთ რეაგირება, როგორც კი მივიღეთ ინფორმაცია და მივმართეთ ასევე შსს-ს”, – განაცხადა კახა გვანცელაძემ.
ინციდენტი თბილისის 71-ე ბაღში 26 დეკემბერს მოხდა. ბაღის ადმინისტრაციის ცნობით, გარეგამოყენების პიროტექნიკა იქ ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელმა მიიტანა. მისმა აფეთქებამ საახალწლო ზეიმზე მშობლებსა და ბავშვებში პანიკა გამოიწვია.
