H1N1 ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა რვამდე გაიზარდა. ექსპერტით დადასტურდა, რომ გუშინ კაცის და ქალის გარდაცვალების მიზეზი ე.წ. ღორის გრიპი გახდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობა გაზრდილია, თუმცა ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს.
აქვე უწყებაში მოსახლეობას შეახსენებენ, რომ მედიკამენტი “ტამიფლუ” ორსულთა და სოციალურად დაუცველთათვის უფასოა.
კომენტარები
