შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე პატრულ – თანამშრომლის დაჭრის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
შემთხვევა 7 იანვარს მოხდა.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს სხეულის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
პატრულ ინსპექტორი საავადმყოფოში მკურნალობს, მის ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმების შეფასებით სტაბილურია.
სამართალდამცველების მიერ მომხდარ ფაქტზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები.
კომენტარები