„დეილი მეილი“ „თვითერის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ მიუნხენში, მერიენპლატსზე პოლიციამ სამი ადამიანი დააპატიმრა. გამოცემა კიდევ ერთ დეტალს აქვეყნებს , რომლის თანახმადაც, დამნაშავემ, ვიდრე სავაჭრო ცენტრში შევიდოდა, ცეცხლი გახსნა „მაკდონალდსში“ და ყვიროდა „ალლაჰ აქბარ“.
„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით კი, მიუნხენის პოლიცია მოქალაქეებს მსროლელის დაკავებაში დახმარებას სთხოვს – თუ გააჩნიათ რაიმე სახის ფოტო, ვიდეო ან აუდიო ჩანაწერი შემთხვევის ადგილიდან, პოლიციას მიაწოდონ ინფორმაცია. ცნობილი ხდება, რომ შაბათს, დღის პირველ ნახევარში, მიუნხენში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას მოიწვევს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყველა მინისტრი ბერლინში ბრუნდება.
კომენტარები