ზაქარია ქუცნაშვილი არმაზ ახვლედიანთან დაკავშირებით დასმული კითხვების კომენტირებისგან თავს იკავებს და ჟურნალისტებს იმ ადამიანებისკენ ამისამართებს, ვინც თავის დროზე “ქართულ ოცნებას” ახვლედიანის პარტიაში მიღებასთან დაკავშირებით რეკომენდაცია გაუწია და ვინც შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.
“არმაზ ახვლედიანს აქვს საკუთარი აზრის ქონის უფლება. მე არ ვარ ის პიროვნება, რომელმაც არმაზს ჩვენს პარტიაში გაწევრიანებაზე რეკომენდაცია გაუწია, ისევე როგორც არ გახლავართ ის თანამდებობის პირი პარტიაში, რომელიც პასუხს ვაგებ რეკრუტირებაზე ან პარტიიდან გასულ ხალხზე. ასე რომ, მოიკითხეთ რეკომენდატორი და ის ხალხი, ვინც პასუხს აგებს ამ თემაზე”, – ასე უპასუხა ზაქარია ქუცნაშვილმა “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებით არმაზ ახვლედიანის შეფასებებზე დასმულ შეკითხვას.
ფრაქცია “ქართულ ოცნებაში” არსებული ინფორმაციით კი, არმაზ ახვლედიანი თავის დროზე პარტიისა და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი “რესპუბლიკელების” რეკომენდაციის გათვალისწინებით გახდა.