ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა ქუთაისთან ახლოს. უბედური შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა.
ე.წ. მუხნარის ტყეში გზაზე ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შედეგად ერთი მძღოლი დაიღუპა.
მომხდარს შსს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით იძიებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კომენტარები