პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ არაავტორიზებული სკოლების გახსნას გეგმავს. როგორც რადიო „იმედის “ დილის არხის ეთერში „გირჩის“ წარმომადგენელმა ჰერმან საბომ განაცხადა, შესაბამისი კონცეფცია მზადების პროცეშია
„გირჩი“ სკოლების გახსნას საქართველოს მასშტაბით აანონსებს „სკოლაში არ იქნება ასაკობრივი შეზღუდვა, სწავლა ნაწილობრივ მონტესორის მეთოდით მოხდება, არ იქნება ტრადიციული სწავლება ტრადიციული სასწავლო პროგრამით. ვთვლი რომ ექსპერიმენტი გაამართლებს და დაინტერესება იქნება, მსურველები უკვე გვყავს“ -აცხადებს საბო და ამბობს, რომ პირველი სკოლა თბილისში 6 თვეში გაიხსნება.
ჯამში კი გირჩი საქართველოს მასშტაბით 30-მდე სკოლის გახსნას გეგმავს. კითხვაზე როგორ შეძლებენ გირჩის სკოლის კუსდამთავრებულები სწავლის გაგრძელებას უმაღლეს სასწავლებლებში, საბო აცხადებს, რომ ამისთვის 2 გზა არსებობს: პირველი ყოველ წელს მოსწავლეებმა ჩააბარონ გამოცდები რესუსცენტრში და მეორე მივმართავთ საკონსტუტიციო სასამართლოს. „ყველასა ქვს უფლება სადაც უნდა იქ ისწავლონ და ისე ჩააბარონ ეროვნული გამოცდები“-აცხადებს „გირჩის“ წარმომადგენელი. მისი თქმით წელს პარტია საინტერესო პროექტებს შესთავაზებს საზოგადოებას.