კოტე კემულარია „იბერიის“ ეთერით საზოგადოებას ბოდიშს უხდის.
„მე ვიღებ პასუხისმგებლობას ყველაზე მეტად სწორედ იმაზე, რომ პროტესტს მე გამოვთქვამდი და სწორედ ამ წინააღმდეგობის გამო დავტოვე მე „ნაციონალური მოძრაობა“, თორემ მე არანაირი პრობლემა არ მქონდა, შემეძლო გამეგრძელებინა კარიერა, მაგრამ მე ეს არ გავაკეთე საჯაროდ, რასაც ახლა ძალიან ვნანობ.
გიდასტურებთ, რომ უნდა ამომეღო აუცილებლად ხმა და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას ამის გამო. ქრისტიანები ვართ, ადამიანი ვარ, შეცდომას ყველა ვუშვებთ. მე ვაღიარებ ამას და გულწრფელად მივდივარ საზოგადოებასთან“,-განაცხდა კემულარიამ.
კომენტარები