საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავღანეთში მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ განხორციელებულ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “ექსკლუზივ ნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს 2016 წლის 23 ივლისს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, რომელსაც ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ასობით დაშავდა.
საქართველო გმობს ტერორიზმისა და ექსტრემიზმის ყველა გამოვლინებას და მხარს უჭერს ავღანეთის ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია სტაბილური, მშვიდობიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ.
საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს ავღანეთის მთავრობასა და ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას”, – ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
2016/07/24 18:43:28
ნანახია: 2286 ჯერ