საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამორიცხავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ოჯახის წევრის სახლში ჩატარებული ჩხრეკა პოლიტიკას უკავშირდებოდეს.
“ამ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტთან მქონდა საუბარი და მაშინვე დავავალე შს მინისტრს, რომ სასწრაფოდ უნდა გაირკვეს საკითხი. მე გამოვრიცხავ, რომ ეს იყო შანტაჟი და პოლიტიკური კომპონენტი იყოს ამაში. თუ აქ იყო რაიმე პროცედურული დარღვევა, შესაბამისი რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი, გამოვრიცხავ, რომ აქ იყოს რაიმე პოლიტიკური კომპონენტი. ვიფქრობ, რომ პოლიტიკური გაცხადებების გაკეთებამდე ნებისმიერმა ჩვენგანმა, მეც, პრეზიდენტმაც, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემაც უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია სამართალდმცავებს და რა თქმა უნდა კანონის წინაშე ყველანი ვართ თანაბარი. პრეზიდენთან მაქვს კონსტრუქციული, საქმიანი ურთიერთობა . მისი შემოთავაზება მივიღებ და შევხვდები“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.