საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კატეგორიულად უარყოფენ კულუარულ ინფორმაციას, რომ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე თინა ხიდაშელის შემცვლელად მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი სესიაშვილის კანდიდატურა განიხილებოდა, რასაც პრეზიდენტმა, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, მხარი არ დაუჭირა.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტზე დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან მსჯელობა არ ყოფილა.
„შემიძლია გითხრათ, რომ ირაკლი სესიაშვილზე, როგორც მინისტრობის კანდიდატზე, პრეზიდენტთან მსჯელობა არ ყოფილა“, – განაცხადა მიშველაძემ.
კომენტარები