სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი შიხიაშვილმა ამომრჩევლებთან მორიგი შეხვედრა გამართა და საყოველთაო დაზღვევის პრიორტეტებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, დაავადების პრევენციას მეტი ყურადღება უნდა ექცეოდეს, ვიდრე დაავადების გართულებულ და ბოლო ეტაპზე მკურნალობას.
„საყოველთაო დაზღვევა კარგი პროექტია, თუმცა, მაგრამ პრობლემურია ის, რომ სახელმწიფო მეტ ხარჯებს იღებს დაავადების მკურნალობის ბოლო ეტაპზე. არადა, საწყის ეტაპზე მკურნალობა გაცილებით ეფექტური და შედეგიანი იქნებოდა. საჭიროა, ადამიანს ჰქონდეს ხელმისაწვდომობა, გამოკვლევები ჩაიტაროს და დაავადების მკურნალობაც სწორედ საწყის ეტაპზე მოხდეს“ – აღნიშნა შიხიაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას. .
დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში, შედეგიც გაცილებით ეფექტური იქნებოდა, ნაკლები თანხაც დაიხარჯებოდა და რაც მთავარია, ფატალური შედეგებიც შემცირდებოდა.
“მიმაჩნია, რომ დაავადებების პრევენცია მეტი აქტიურობით უნდა ხდებოდეს, ვიდრე მძიმე შედეგების წინააღმდეგ ბრძოლა. გამოვლენილი დაავადების ბოლო ეტაპზე მკურნალობისთვის სახელმწიფოს უფრო მეტსაც ხარჯავს. მიუხედავად ამისა, პაციენტი მაინც იღუპება. გამოდის, რომ პაციენტის გადასარჩენად დავხარჯეთ 15 000 ლარი, მაგრამ ის ვერ გადავარჩინეთ. არადა, ძალიან მარტივია პრობლემის საწყის ეტამზე გამოვლენა და პაციენტის გამოჯანმრთელება. ვფიქრობ, საყოველთაო ჯანდაცვის პროექტში გამოკვლევებისთვის მეტი თანხა უნდა იხარჯებოდეს. ამ შემთხვევაში გვეყოლება მეტი ჯანმრთელი, ჯანსაღი და, შრომისუნარიანი საზოგადოება” – განმარტა დეპუტატობის კანდიდატმა.
სამგორის მოსახლეობამ აღნიშნულ ინიციატივას მხარი დაუჭირა და აღნიშნა, რომ თუ საჭიროა, ხელმოწერებსაც კი შეაგროვებენ.