ბათუმის ცენტრალური ბულვარის პირდაპირ ზღვაში მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილის ვინაობა ჯერ არ არის დადგენილი და ცხედარი ექსპერტიზისთვის პროზექტურაშია გადაყვანილი.
მათივე განმარტებით, საქმე სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კომენტარები