„აუცილებელია, ძალიან სწრაფად დაიწყოს ამ ძეგლის, დავით გარეჯის აღდგენა”,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ევროპა ნოსტრას“ ჯგუფთან ერთად, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი დათვალიერებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს საქმე სასწრაფოდაა დასაწყები.
“სწორედ, ამას ემსახურება „ევროპა ნოსტრას“ მიერ დავით გარეჯის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლად გამოცხადება. აუცილებელია, ამ საქმეს სასწრაფოდ შევუდგეთ“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
ცნობისათვის, „ევროპა ნოსტრა“ კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის საზოგადოების პანევროპული ქსელია, რომელიც ევროპის 50-ზე მეტი ქვეყნიდან 250 საზოგადოებრივ ორგანიზაციას, 150 ასოცირებულ და 1500 ინდივიდუალურ წევრს აერთიანებს.
კომენტარები