თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილი რეფორმები გაგრძელდება. პირველ რიგში, ეს გულისხმობს მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას და მეორე – საფრთხეებისა და რისკების შეკავებას, ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების მდგრადი განვითარებით და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციით,-ამის შესახებ ლევან იზორიამ უწყების თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა. თავდაცვის ახალმა მინისტრმა პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და დასძინა, რომ მისი უმთავრესი პრიორიტეტი საღი გონების პოლიტიკა იქნება.
პირველ კომპონენტზე როცა ვსაუბრობდი, მხედველობაში მქონდა როგორც ქვეყნის შიგნით მშვიდობის უზრუნველყოფა, ისე, ბუნებრივია, ნატოს მტკიცე მხარდაჭერის ფარგლებში ჩვენი საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურაში აქტიური მონაწილეობა, რასაც, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთგულად განვახორციელებთ. რაც შეეხება მეორე კომპონენტს, როდესაც საფრთხეების და რისკების შეკავებაზე ვსაუბრობ, როგორც პრიორიტეტზე და ამას ვხედავ ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში, პირველ რიგში, ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი პოლიტიკა არავის მიმართ საფრთხის შემცველი არ იქნება, მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვის შესაძლებლობებისკენ მიმართული და ესიც, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად დახვეწით, რასაც, სწორედ ჩვენი პარტნიორების – ნატოს წევრი ქვეყნების და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით, წლების განმავლობაში მივაღწიეთ“, – განაცხადა ლევან იზორიამ. მისი თქმით, თავდაცვითი შესაძლებლობები კიდევ უფრო გაძლიერდება.
“თავდაცვითი შესაძლებლობები კიდევ უფრო გაძლიერდება”
2016/08/02 16:24:53
კომენტარები
ნანახია: 1692 ჯერ