კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” გაცნობებთ, რომ საშუალო წნევის გაზსადენის ავარიულად დაზიანების გამო, 2 აგვისტოს საღამოს 19:55 საათიდან თერჯოლის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს კერძოდ, ბარდუბანის, ეწერის, ზედა და ქვედა სიმონეთის, ნახშირღელესა და ძვერის მაცხოვრებლებს გაზმომარაგება შეუწყდათ. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ 3 აგვისტოდან 5 აგვისტოს საღამოს 18:00 საათამდე.
ასევე გაზსადენის ავარიულად დაზიანების გამო, 3 აგვისტოს ღამის 03:00 საათიდან 3 აგვისტოს შუადღის 13:00 საათამდე სიღნაღის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს კერძოდ, მაღაროს, ბოდბესა და ილიაწმინდას მაცხოვრებლებს გაზმომარაგება შეუწყდათ. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” ბოდიშს იხდის დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზის” ცხელ ხაზზე : 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge