რუსთავში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დაპუტატების წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დასაქმების პრობლემის გადაწყვეტაზე ისაუბრა.
მისივე ინფორმაციით, დღეს დილით საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა პროექტი, რომლის მიხედვითაც, საპარტნიორო ფონდი შედის პარტნიორობაში „რუსთავის აზოტთან“ და მოხდება 50 მილიონი დოლარის დამატებითი ინვესტიცია „რუსთავის აზოტის“ ქარხანაში.
“ეს არის 500-მდე დამატებითი სამუშაო ადგილი რუსთავში. ეს კი თავისთავად არის 500 დამატებით ოჯახში მიტანილი კეთილდღეობა. დამეთანხებით, რომ ეს არის ძალიან დიდი საქმე. თუნდაც ამ სამი საწარმოს მაგალითით სრულიად ნათელია, რომ ჩვენ რეალურად ვუწყობთ ხელს თავისუფალი ბიზნესგარემოს შექმნას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას. მე მჯერა, რომ რუსთავში გამოშვებული პროდუქცია გახდება კონკურენტუნარიანი და თავის ადგილს დაიმკვიდრებს არა მხოლოდ ჩვენს ბაზარზე, არამედ მსოფლიო ბაზარზეც. ეს მხოლოდ დასაწყისია და, დარწმუნებული ვარ, რუსთავი ისევ დაიბრუნებს თავის ტრადიციულ ფუნქციას“,- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.