ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და სანქციებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, ისინი ცდილობენ, არიონ ქვეყანა, რომ ხელისუფლების ძალადობრივი გზით მითვისების შანსი მაინც მიეცეთ.
„ნაციონალური მოძრაობა” თავისი განშტოებებით არის მავნებლებისა და ამ ქვეყნის მტრების პარტია. მას შემდეგ, რაც (ბოკერია, სააკაშვილის, გვარამიას, გაბუნიასა და გოგოტიშვილის) მავნებულურმა ჯგუფმა ხელმეორედ მოიწვია პუტინი და კადიროვი საქართველოში, ისინი საბოლოოდ გაფორმდნენ საოკუპაციო ძალად. ვინაიდან მათი ხელწერაა, რომ თავისი დანაშაული სხვას გადააბრალონ და მოახდინონ სიმართლის მოდელირება, ამიტომაც დაირქვეს ანტისაოკუპუციო ძალა, სინამდვილეში კი სწორედ ეს ძალა წარმოადგენს საოკუპაციო ძალას ამ ქვეყანაში.
ამ მავნებლების ამოცანაა, ქვეყანაში რუსი ტურისტების ნაცვლად რუსი ჯარისკაცები შემოდიოდნენ; ვაჭრობის ნაცვლად ომი გვქონდეს; ინვესტიციების ნაცვლად ბომბები ცვიოდეს, ცეცხლსა და ქაოსში იყოს გახვეული ყველაფერი, რადგან მათ სძულთ საქართველო და ყველაფერი ქართული, ზუსტად იციან, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერა აღარასდროს ექნებათ და შურს იძიებენ მათზე. ისინი ცდილობენ, არიონ ქვეყანა, რომ ხელისუფლების ძალადობრივი გზით მითვისების შანსი მაინც მიეცეთ.
თანაც ამ ყველაფერს უტიფრად ფუთავენ ანტისაოკუპაციო, ფსევდოპატრიოტული ლოზუნგებით და უნდათ, დაარწმუნონ საზოგადოება, რომ სხვისი წინაპრების საფლავების შეურაცხყოფა, ტელევიზიებიდან ბაქიბუქი და რეალური ფრონტის ხაზიდან გაქცევაა ქართველობა და პატრიოტიზმი; რომ პროვოკაციული სპექტაკლებით საკუთარი ხალხის გაღატაკებაა ქვეყნის საქმე და არა ყოველდღიური მუშაობა მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
ამის საპირისპიროდ, საქართველოს მთავრობა, რუსეთთან მიმართებაში ატარებს დეესკალაციის, პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის მშვიდობიან, დემოკრატიულ განვითარებას, ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოებას.
სწორედ ამ ამოცანებიდან ამოდის სახელმწიფო რუსეთთან ურთიერთობაში და რა თქმა უნდა, სახელმწიფო ცდილობს, მაქსიმალური გააკეთოს, რათა არ მოხდეს სიტუაციის ესკალაცია, არ გაიზარდოს ქვეყნის უსაფრთხოების რისკები და კიდევ უფრო არ დამძიმდეს მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობა – ფულადი გზავნილების აკრძალვით, საექსპორტო პროდუქციის შეზღუდვით, ტურისტული ნაკადების შეჩერებით თუ სხვა.
რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მავნებელი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით კარგად ესმის, რომ სიტუაციის რადიკალიზაცია, რასაც „ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს, არა მხოლოდ რუს ტურისტებს შეამცირებს, არამედ შეამცირებს ტურისტულ ნაკადებს და ინვესტიციებს მთელი მსოფლიოდან, შეაფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.
უკანასკნელი 19 დღეში, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 2-3%-ით უკვე შემცირდა, შემცირდა ლარის ღირებულება, საკურორტო ზონებში სეზონი, ფაქტობრივად, ჩავარდა და ეს ყველაფერი არა ბოკერია, სააკაშვილ, გვარამიას, არამედ მოსახლეობას აწვება კისერზე.
ამიტომ საზოგადოებას ვთხოვ, დავიოკოთ ემოციები, კარგად გავიაზროთ, რა პროცესების პროვოცირებას ცდილობს მავნებლების ოპოზიციური ფლანგი და გამოვიტანოთ შესაბამისი დასკვნები”,- – წერს ირაკლი ლატარია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
“ნაციონალური მოძრაობა” თავისი განშტოებებით არის მავნებლებისა და ამ ქვეყნის მტრების პარტია”
2019/07/09 18:28:02
კომენტარები
ნანახია: 458 ჯერ