ყველა ხელისუფლებას ღუპავენ ასეთი ქადჟები, “ქართულ ოცნებას” არ უტყდება ნეტა ასეთი ჩინოვნიკები?”- ასე ეხმაურება ჟურნალისტი ინგა გრიგოლია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელმაც სოციალურ ქსელში გრიგოლიას გუშინდელი შს მინისტრთან ინტერვიუს გამო შეურაცხყოფა მიაყენა.
“ქადჟი, ყველა ხელისუფლების პრობლემა არიან ასეთი სამარცხვინო ჩინოვნიკები და ყველა ხელისუფლებას ღუპავენ ასეთი ქადჟები… რუსთავის საკრებულოს ხელმძღვანელობს ეს კაცი… გრიგოლიას არ ვგულისხმობდიო,ჩაისვარა მერე,არადა, ინტერვიუს დროს წერდა, “ქართულ ოცნებას” არ უტყდება ნეტა ასეთი ჩინოვნიკები?” ,- წერს გრიგოლია სოციალურ ქსელში
კომენტარები