რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთმა სირიასა და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ 3 ათასი „ბიევიკი“ გაანადგურა. ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ იუწყება. მისი თქმით, ამდენს ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში არცერთი ქვეყანა არ აკეთებს. იმ ქვეყნებს, რომლებიც ამბობენ, რომ თურქეთი „ისლამურ სახელმწიფოს“ მხარს უჭერს, ერდოღანმა „მუხანათური“ უწოდა. როგორც თურქ სამხედროებთან გამართულ თათბირზე აღინიშნა, 1300 „ბოევიკი“ ბოლო რამდენიმე თვეში იყო განადგურებული.
კომენტარები