შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის, გეოგრაფიისა და ბიოლოგიის გამოცდების შედეგებს აქვეყნებს. შედეგების ნახვა აბიტურიენტებს ცენტრის ვებ-გვერდზე, შესაბამის ველში პირადი ნომრისა და საიდენტიფიკაციო ნომრის შეყვანით შეუძლიათ.
ასევე, შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ, ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 31 ივლისს უნარების გამოცდით დაიწყო.
კომენტარები