თამთა დემურიშვილი სოციალურ ქსელში ფინანსთა ყოფილი მინისტრის, ნოდარ ხადურის გარდაცვალებას ეხმიანება და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
„პირველი მინისტრი იყო, ვინც ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლის დონაციის პროგრამაში, ჩაერთო, მერე, ხშირად კითხულობდა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას, მახსოვს, როგორ იდარდა თითოეულზე, როცა იაშვილის კლინიკაში მოინახულა, მე მას მეგობრად ვთვლიდი და არაერთხელ მითქვამს მადლობა კარგი ადამიანობისთვის … ვწუხვარ, რომ ამის გახსენება მისი გარდაცვალების გამო მიწევს, სასუფეველი დაგიმკვიდროს უფალმა, მეგობარო, ვიზიარებ შენი მეუღლის, შვილების და მეგობრების მწუხარებას…“- წერს თამთა დემურიშვილი.
კომენტარები