კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” გაცნობებთ, რომ გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოების გამო, 22 აგვისტოს დილის 10:00 საათიდან 24 აგვისტოს საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ ქუთაისის რამდენიმე ქუჩის მაცხოვრებლებს გაზმომარაგება შეუწყდებათ. კერძოდ, გელათის II შესახვევს ჩიხებით, ვასაძეს, ვასაძის IV ჩიხს, თავდადებულის I, II შესახვევებს, ბათუმის, თომაშვილისა და რიონჰესის ქუჩებს. ხოლო აზერბაიჯანის I შესახვევს, განათლების, განათლების V შესახვევს, გელათის, ტყიბულისა და კლდიაშვილის ქუჩებს ნაწილობრივ.
აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზის” ცხელ ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge.