საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაკ შირაკის გარდაცვალებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
„ჟაკ შირაკ მოგიგონებთ პატივისცემით და მადლიერებით. მის გარეშე მე დღეს საქართველოს პრეზიდენტი ვერ ვიქნებოდი”,- წერს სალომე ზურაბიშვილი.
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კომენტარები