დედოფლისწყაროში მდებარე საპატრიარქოს სკოლის შენობას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის დროულად ჩასაქრობად რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ კახეთის სახანძრო სამსახურის ბრიგადები. ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზეულია, თუმცა მთლიანად დამწვარია შენობის სახურავი.
ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია და მას სამართალდამცავები დაადგენენ.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მოკვლევას დედოფლისწყაროს პოლიცია აწარმოებს.
კომენტარები