ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია თანამდებობიდან გადადგა და საკრებულოს წევრის უფლებამოსილება მოიხსნა.
გადაწყვეტილების მიზეზი მისი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა გახდა.
მერაბ ქვარაია 23 ივლისს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა.
კომენტარები