ყიფშიძის ქუჩის სისხლიანი გარჩევის საქმეზე ბრალდებულ ლევან ძნელაძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლო საავადმყოფოს პალატაში გაიმართა, სადაც ძნელაძე მკურნალობს.
ლევან ძნელაძე თავდაპირველად დაზარალებული იყო, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ბრალი 236-ე 117-ე მუხლით (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულისთვის წაუყენეს.
შეგახსენებთ, სისხლიანი გარჩევა ყიფშიძის ქუჩაზე 30 სექტემბერს მოხდა.
კომენტარები